ახალციხე- სუფთა ქალაქი
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 08:19
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2567
11 მაისს ახალციხეში ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და „USAID “ მიერ დაფინანსებული დემოკრატიული თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო; „ახალციხე -სუფთა ქალაქი“.
დასუფთავების აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა ასოციაცია „ტოლერანტმაც“ მიიღო. სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორია „ტოლერანტის“ თანამშრომლებმა და „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“,-ფარგლებში შექმნილი „მოხალისეთა ფოკუს ჯგუფებმა“ დაასუფთავეს.
აქცია ორი ნაწილისგან შედგებოდა; პირველი ნაწილი საინფორმაციო კამპანიას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ყველა ქუჩის მცხოვრებლებს საინფორმაციო მასალა-განცხადებები დაურიგდა. მეორე ნაწილის მიხედვით კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სასწავლო დაწესებულებებმა წინასწარ შედგენილი გრაფიკით მათთვის განკუთვნილი უბნები დაასუფთავეს.

1ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა” ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რეპატრიანტ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გაულამაზა.
4 მაისს პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ პროექტის „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“, ფარგლებში შექმნილ „მოხალისეთა ფოკუს ჯგუფებს“ სამოქალაქო მულტიეთნიკური რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი თემაზე; „ადამიანის უფლებები და საერთაშორისო კანონმდებლობა “, ჩაუტარეს. .
ასოციაცია ,,ტოლერანტმა” 1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,არ-აღთქმული მიწა - მესხების გრძელი გზა შინისკენ“, - ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა ახალციხეში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველ მაისს გაიმართა. გამოფენის ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია.
ასოციაცია ,,ტოლერანტმა” 12 მაისს აზერბაიჯანში, საათლის რაიონის სოფელ ნასიმიკენდში (ყოფილი ადიგენი) საინფორმციო ცენტრი გახსნა.
,,სტერეოტიპები,არაინფორმირებულობა,პოპულიზმი ყველა ეს საკითხი რეპატრირებული მესხების თემების გაშუქებასთან ასოცირდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.