რეპატრირებული მესხი ბავშვები ,,Brave Kids" ფესტივალზე
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 10:38
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2387
საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული ბავშვები ,,Brave Kids"-ის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.
ზაფარ ცაცანიძე, თემურ ბექაძე, საბა კამალოვი, აბას მეხრიევი და აიდა ლაზიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებულ ანსამბლ, „ფესვების“ წევრებიან არიან. ბავშვები ფესტივალზე სწორედ ასოციაცია „ტოლერანტმა“ გააგზავნა.
ანსამბლ „ფესვების“ წევრები უკვე სამი კვირაა ევროპის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს მართავს. გარდა ქართველებისა, ფესტივალში კიდევ 14 ქვეყნის 100-მდე ბავშვი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე თავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენენ.
მესხმა ბავშვებმა ქართული ცეკვები (,,აჭარული", ,,მთიულური") სხვა ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, ასობით მაყურებლის წინაშე პოლონეთის ქალაქებში - ვროცვავსა და კროშნიცაში უკვე წარადგინეს. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა.
„როცა ქართვეელი ბავშვები სცენაზე გამოდიან ტანში ჟრუანტელი მივლის“, - ამბობს პოლონური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი.
ფესტივალი „Brave Kids“ უინესკოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით უკვე მესამე წელია ტარდება. ჩინელ, უგანდელ, პოლონელ, ქართველ, ებრაელ, რუმინელ, ტანზანიელ, ნორვეგიელ, ბულგარელ, ყირგიზ, ჩეხ, ზიმბაბვეველ და ბერძენ ბავშვებს ერთობლივი ვორქშოფებიც ჩაუტარდათ, სადაც ისინი ერთმანეთს თქავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ.
ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს, 10 ივლისს პარიზში იუნესკოს შენობაში გაიმართება. ამ წუთისთვის დარბაზში საფინალო კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს.
„ცოტა ვღელავ, იუნესკოში ამდენი მაყურებლის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და მაყურებელს აქაც მოვაწონებთ თავს“, - ამბობს ფესტივალის ქართველი მონაწილე თემურ ბექაძე.

19 მაისს პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“, ფარგლებში ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი რეპატრირებულ მესხ ქალებს შეხვდა. სამ საათიანი შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, მეორე და მესამე ნაწილი კი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო. განხილული იყო შემდეგი საკითხები; რა არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, რას უნდა ველოდოთ ფსიქოლოგისგან, როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოცია, როგორ ვმართოთ სტრესი, ნეგატიური ბლოკებისგან განთავისუფლება და სხვა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს” აგვისტოდან ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე ეყოლება.
17 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ პრაქტიკული ბუღალტერიის ,,ორისის“ პროგრამის შემსწავლელი მეხუთე კურსი გამოუშვა.
ფსიქო–სოციალური რეაბილილიტაციის კურსები თბილისში,ლუბლიანას ქუჩაზე ავტობუსში მცხოვრები ყურაძეების ოჯახით დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემების უმთავრესი მიზეზი ოჯახის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გამოდგა. ამ მიზეზის აღმოფხვრის, ანდა ამ მიმართულებით რეალური შედეგების მომტანი ღონისძიებების გარეშე ფსიქორეაბილიტაციის პროცესის დაწყება უკუნაჩვენები იქნებოდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახალი პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია”, ფარგლებში რეპატრირებული მესხებისთვის ქართული ენის გაკვეთილებს ახორციელებს.
პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევეცია“, ფარგლებში ასოციაცია „ტოლერანტში“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგემილ მცირე გრანტებს დაეთმო. შეხვედრაზე თემის მობილიზატორებმა სამუშაო გრაფიკი დაგეგმეს.
26 აპრილს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ყურაძეების ოჯახს ეწვია.