ონლაინ კონფერენცია ,,გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ"
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 20 ივნისი 2022 12:53
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2270
16 ივნისს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ში პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე:
"გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ".
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ახალციხისა და ასპინძის "ეკო მოხალისეთა" კლუბის აქტიურმა ახალგაზრდებმა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ახალგაზრდებმა საკონფერენციოდ წარმოადგინეს შემდეგი თემები:
ვრცლად: ონლაინ კონფერენცია ,,გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ"
სათემო ცენტრის გახსნა ტურცხში
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 20 ივნისი 2022 12:03
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2707
პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, 27 მაისს, ტურცხში ახალგაზრდული ცენტრი ,,იმედის" ოფისი გაიხსნა.
ცენტრის მიზანია:
• ტურცხის თემში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება;
• თემში არაფორმალური განათლების გაძლიერება;
• გენდერი და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა;
ვრცლად: სათემო ცენტრის გახსნა ტურცხში
შეხვედრა ორგანიზაცია,,სალამის" წარმომადგენლებთან
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 11:38
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2862
პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების გაძლიერება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდა სათემო ორგანიზაციების შეხვედრა ორგანიზაცია "სალამის" წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაცია "სალამის" აქტივისტებს ჯავახეთში ამოქმედებული სათემო ორგანიზაციების ლიდერებისთვის კამპანიის #მასწავლექართულიუფასოდ დეტალურად გაცნობა.
აღნიშნული კამპანიის მთავარი მამოძრავებელი კითხვაა ის, თუ რატომ არ იციან არადომინანტურმა ეთნიკურმა ჯგუფებმა ქართული ენა, მაშინ როცა სახელმიწო ვალდებულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეს მისცეს სახელმიფო ენის სათანადო დონი ცოდნა და კვლავაც რატომ არის 4+1 სწავლების მეთოდი უნივერსიტეტებში, რაშიც სტუდენტებს 2250 ლარის დამატებით გადახდა უწევთ
ჩვენივ მხრიდან, ასოციაცია "ტოლერანტი" და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელი ახალგაზრდები ვუერთდებით აღნიშნულ კამპანიას და მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქე არადომინანტი ეთნიკური ჯგუფებისთვის სათანადო დონეზე ქართული ენის უფასოდ სწავლების პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.
შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 11:34
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2758
პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში 17 მაისს ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის პროცესში გაიმართა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შეგროვდეს და დახარისხდეს ბიზნესის მიერ (განსაკუთრებით სასტუმრო-რესტორნების ბიზნესების მიერ) წარმოქმნილი ნარჩენები.
ვრცლად: შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
🗣️💬მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი პროექტის "ნარჩენების მართვა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში🌍
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 11:25
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 1313
მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი პროექტის "ნარჩენების მართვა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში
შეხვედრები მოეწყო სოფელ ოშორაში, რუსთავში, ტოლოშში, დამალასა და დაბა ასპინძაში, რომლის ფარგლებშიც პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მოსახლეობასთან (მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა) ისაუბრა ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და ბუნების დაცვის კუთხით.
ასევე შეხვედრის პროცესში გავრცელდა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე მომზადებული ბუკლეტები: "სეპარირება", "კომოსტირება", "ნუ დაწვავთ ფოთლებს" და ა.შ.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
დასუფთავების აქცია
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 11:20
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2777
დასუფთავების აქცია ქალაქ ახალციხის მიმდებარედ არსებული რაბათის ტყის ტერიტორიაზე
აქცია მიეძღვნა დედამიწის დღეს და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას ნარჩენების სწორად მართვისა და სისუფთავის შენარჩუნების კუთხით.
დასუფთავების აქცია გაიმართა ერთობლივად ასოციაცია "ტოლერანტისა" და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი/Akhaltsikhe Adult Education Center-ის მიერ. ღონისძიებით დაინტერესდა და ჩაერთო კოლეჯი "ოპიზარი", "სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია" და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აქტიურად ჩაერთვნენ დასუფთავების პროცესში.
ასოციაცია "ტოლერანტის" მხრიდან აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა პრეოქტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღ მომავლისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundationის მიერ.
ვრცლად: დასუფთავების აქცია
22 აპრილი დედამიწის დღეა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:50
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 3085
"ტოლერანტის" პროექტი "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" კი სწორედ დედამიწის კეთილდღეობისთვის დაიგეგმა და ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიასთან და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა ღონისძიება სახელწოდებით:
"გაუფრთხილდი დედამიწას , დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ"
ღონისძიებას შემოუერთდნენ შემდეგი დაწესებულებები:
ახალციხი მე–2 საჯარო სკოლა;
ახალციხის მე–3 საჯარო სკოლა;
ახალციხის მე–6 საჯარო სკოლა;
ახალციხის მე–7 საჯარო სკოლა;
ორგანიზაცია "ტალიტა კუმი";
ახალციხის სამხატვრო სკოლა'
"ვართქეზ სურენიანცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრი".
ღონისძიებაში ჩართულმა სკოლებმა და ორგანიზაციებმა გამოფენისთვის გამოიტანეს მეორეული ნივთებისგან შექმნილი ულამაზესი ნაკეთობები, მოეწყო ნახატების გამოფენა. მოეწყო ახალციხის მე–3 საჯარო სკოლის პედაგოგის ნარინე პოღოსოვას მიერ მეორეული ნივთებისგან შექმნილი უნიკალური ხელნაკეთიკაბების დეფილე. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ხატვის კონკურსი, სადაც ხატვის მოყვარულმა ახალგაზრდებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნეს ნახატები. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ნახატების ავტორებმა იმდენად საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომ თითოეული კონკურსანტი დაჯილდოვდა, ვინაიდან შერჩეულმა ჟიურიმ ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა, რაც თავისებურად სიმბოლურიცაა – დედამიწის მოფრთილებისთვის გამართულ "შეჯიბრებაში" თითოეული ადამიანი გამარჯვებულია
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა ასოციაცია "ტოლერანტის" მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის გამარჯვებულები:
"შევქმნათ გარემო ნარჩენების გარეშე!"
"ნარჩენების მართვა საერთო პასუხისმგებლობაა"
"იყავი მაგალითი, გაუფრთხილდი ბუნებას"
"ერთ დღეში ბუნებას ვერ გადაარჩენ!"
ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში.
P.S. ასოციაცია "ტოლერანტის" გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ძალიან აქტიურსა და კრეატიულ ახალგაზრდა მოხალისეებს: ანა ბერიძეს, ნინი გიორგაძეს, თათია ნადირაძეს, ასმათი გოზალიშვილს, დიანა დანიელიანსა და თამუნა თათოშვილს.
დედამიწის დღე
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:41
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2741
21 აპრილს 14:00 სთ-ზე,რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ასოციაცია "ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გიწვევთ გრანდიოზულ ღონისძებაზე ,,გაუფრთხილდი დედამიწას,დაიცავი სახლი სადაც შენ ცხოვრობ".
ვრცლად: დედამიწის დღე
ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერებისთვის
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:39
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2775
პროექტ "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში 9-10 აპრილს ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემებზე:
"თემის მობილიზაცია და პრობლემის პრიორიტეტიზაცია ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავებისთვის"
"როგორ დავგეგმოთ კამპანიები და შევიმუშავოთ ადვოკატირების გეგმა"
ტრენინგების პროცესში მოწვეულმა ტრენერმა ირმა ქორთუამ განიხილა შემდეგი თემები:
თემის მობილიზაცია და მისი მნიშვნელობა;
თემის მობილიზაციის ხელშემწყობი ფაქტორები;
ადგილობრივი ინიციატივები და მოსახლეობის მობილიზაცია;
ვრცლად: ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერებისთვის
ტრენინგი: ,,კარიერული ზრდა და დასაქმება“
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:29
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2799
6 აპრილს ქალაქ ბორჯომში პროექტ „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „კარიერული ზრდა და დასაქმება“ და „როგორ უნდა შევადგინოთ ბიზნეს გეგმა და როგორ უნდა მართო მცირე ბიზნესი სწორად“. ტრენინგის თემები განისაზღვრა და შეირჩა ორი მთავარი მიზეზის გამო - სამიზნე ბენეფიციარებმა სტაბილურობისთვისა და საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის შეძლონ თვითგანვითარება და მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა.
ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში და მაქსიმალურად იყო ორიენტირებული ბენეფიციართა პიროვნულ შესაძლებლობებსა და შესაძლო მიღწევად შედეგებზე.
ვრცლად: ტრენინგი: ,,კარიერული ზრდა და დასაქმება“