www.advodom.ru: Взяткой может признаваться.
Get Adobe Flash player

..როგორც გინდა, რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას..

Notice: Trying to get property of non-object in /home/tolerant/domains/toleranti.ge/public_html/modules/mod_jflanguageselection/helper.php on line 166

Notice: Trying to get property of non-object in /home/tolerant/domains/toleranti.ge/public_html/modules/mod_jflanguageselection/helper.php on line 166

Notice: Trying to get property of non-object in /home/tolerant/domains/toleranti.ge/public_html/modules/mod_jflanguageselection/helper.php on line 166
Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)
მთავარი
notice
  • Joom!Fish router plugin not installed correctly. Plugin not executed

საგრანტო კონკურსი

არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ აცხადებენ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.“ კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია: საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა დაცვისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაძლიერება.  პროექტს აქვს სამი ძირითადი ამოცანა:

დაწვრილებით...

„თანადგომა შვილებს“ პრეზენტაცია

1 აპრილს, დღის 11 საათზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლრანტის“ მხარდაჭერით შედგება ახლად შექმნილი ა(ა) ი.პ ორგანიზაციის „თანადგომა შვილებს“ პრეზენტაცია. აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლების მიერ. ორგანიზაციას დახმარებას და თანადგომას უწევს ასოციაცია „ტოლერანტი“.ერთ-ერთი განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტოლერანტს აქვს შ.შ.მ პირებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამან განაპირობა დღეს არსებული პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობის დიდი სურვილი. ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიზანია სოციუმში შ.შ.მ პირების აქტიურად ჩართულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის,მათი არსებობისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის. და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა შეძლონ საზოგადოებაში დამუკიდებლად არსებობა.

„ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“

 

2016 წლის დასაწყისში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის, „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“, განხორციელება. პროექტს ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო”-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“-ს, და საზოგადოება „ბილიკი“-ს წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდი უძღვება. მისი მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველომ უნდა გააძლიეროს „ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემა, დაიცვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, დანერგოს დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს კანონისა და კარგი მმართველობის უზენაესობა“. აღნიშნული პროექტი დაეხმარება ქვეყანას შესაბამისი ვალდებულებების განხორციელებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებაში.

დაწვრილებით...

იურიდიული კონსულტაცია

img_newsასოციაცია ,,ტოლერანტს" იურიდიული კონსულტაციის მიზნით  მოაკითხა მოქალაქე დავით ცერცვაძემ, რომელსაც 2015 წლის 21 ოქტომბრის #80596 წერილის საფუძველზე გაუუქმდა სოციალური დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეს გაესაუბრა და რჩევა მისცა ორგანიზაციის იურისტმა.

უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები

11722067_133041503699193_7813502065381278056_o

ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „მოხალისეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის" – ფარგლებში გრძელდება უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები შშმ პირებისათვის.

 

იხ. ფოტო გალერეა

განცხადება

პრაქტიკულად ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა კარგად იცის, რა არის სტრესი. სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტად არასასიამოვნო შედეგი, რასთან გამკლავებაც ძალიან რთულია. ეს გამოწვეულია ადამიანის ზედმეტად გადატვირთვით იმ გაზრდილი მოთხოვნილებებით, რასაც თანამედროვე სოციალური გარემო გვკარნახობს. სტრესული მდგომარეობის ამა თუ იმ სახის გამოვლინებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი.
მათ შორისაა:
  1. ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა;
  2. ოჯახის მცირე შემოსავალი;
  3. სოციალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემები;
  4. პიროვნებათაშორისი კონფლიქტები;
  5. ოჯახური დავები;
  6. კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში;
  7. საერთო ენის არარსებობა შვილებთან/მშობლებთან;
  8. ურთიერთგაგების ნაკლებობა მეგობრებს შორის;
ყველა ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს სტრესული მდგომარეობის განვითარების მიზეზი. ხშირ შემთხვევაში, შექმნილ სიტუაციასთან დამოუკიდებლად გამკლავება ცოტას თუ შეუძლია.

დაწვრილებით...

განცხადება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ასოციაცია „ტოლერანტში“დაიწყო ზოგად უნარებში მოსამზადებელი კურსის მეცადინეობა, რომელსაც უძღვება მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
მიმდინარეობს ახალი ჯგუფის დაკომპლექტება.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ +995( 0365) 22 05 86 -ზე ან, მოგვმართეთ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 47

განცხადება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ასოციაცია „ტოლერანტი“ იწყებს ინგლისური და რუსული ენების მოსამზადებელი ახალი კურსების დაკომპლექტებას.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:  +995( 0365) 22 05 86 -ზე

ან, მოგვმართეთ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 47

,,პროფესიონალი" აცხადებს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ,,ტოლერანტთან" არსებული სასწავლო და პროფესიული გადამზადების ცენტრი “პროფესიონალი” აცხადებს მიღებას ბუღალტერიის შემსწავლელ კურსზე, სადაც სწავლება განხორციელდება ,,ბასს” და ,,ფასს” საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მსმენელები პრაქტიკული ბუღალტერიის კურსთან ერთად შეისწავლიან ბუღალტერიის კომპუტერულ პროგრამა ,,ორისს”.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
სრული კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+9950365 22 05 86
+995 599 20 44 85
ან მოგვმართეთ მისამართზე:
ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ. 27
სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტი“
იჩქარეთ, ჯგუფში ადგილები შეზღუდულია

foto

video

blogi

 

 

ამინდი

დააფიქსირე შენი აზრი

ფლობთ თუ არა მესხ რეპატრიანტებზე ინფორმაციას?
 

ვალუტა

კალენდარი

JUNE 2017
SMTWTFS
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930