საინფორმაციო-რესურს მაგიდები ამოქმედდა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 11 მაისი 2018 12:10
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2532
,,სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში" გახსნილი საინფორმაციო-რესურს მაგიდა უკვე ამოქმედდა.
აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მცირე და საშუალო მეწარმეებსა და აგრომწარმოებლებთან.
საინფორმაციო-რესურს მაგიდების კონსულტანტებმა თამარ სამსონიძემ და ინგა ცუცქირიძემ, ბენეფიციარებს მიაწოდეს ინფორმაცია DCFTA სტანდარტებზე, პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქტის გასაღების ბაზრებზე, ასევე მიკრო და მცირე ბიზნესისათვის პროგრამებზე და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაკითხეთ ასოციაცია,,ტოლერანტის" ოფისში.
მის. ქ. ახალციხე, რუსთაველის #47
ტელ:571787775



ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)საინფორმაციო რესურს მაგიდის გახსნის ღონისძიების, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.



ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სამოქალაქო სექტორის მიერ, იდენტიფიცირებული პრობლემების, მოგვარებისთვის, აუცილებელი, კონკრეტული შეთავაზებების შემუშავების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ-ორგანიზაციის, დემოკრატ მესხთა კავშირის სწარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილს შეხვდნენ.
მოითხოვეთ ,,ჩვენი ოსტატი“ და ჩვენ დაგეხმარებით!
7 სექტემბერს, ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური პროექტების კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული მიგრანტებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ თანამშრომელი ქ-ნი ლია ზედგინიძე უძღვებოდა.