პარასკევი, 29 მარტი 2024

საშემოსავლო პროექტის კონკურსი მიგრანტებისთვის

?,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2018 წლის პროგრამის ფარგლებში,ასოციაცია ,,ტოლერანტი", სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მცხოვრები მიგრანტებისთვის აცხადებს საშემოსავლო პროექტს.

➡️საშემოსავლო პროექტის მიზანია საქარველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 

➡️კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც ერთი და ერთ წელზე მეტი ხნით იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ არალეგალებად და საქართველოში დაბრუნდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

?საშემოსავლო პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი!
საშემოსავლო პროექტის შევსების შესახებ ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ასოციაცია ,,ტოლერანტში" ბიზნეს კონსულტანტთან.

განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან, ამობეჭდილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისში მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის ქ # 47, საკონტაქტო პირები: ცირა მესხიშვილი , ლია ზედგინიძე, თამარ სამსონიძე
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
☎️ ტელ: 599513622;571787776;599204485