მოხალისე ,,ტოლერანტში“
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 11:29
- ავტორი: inga
- გადასვლები: 2407
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში” ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე უკვე მუშაობს.
18 ივლისს კელი გალლაგერი ასოციაცია ,,ტოლერანტში“ გამოცხადდა და მუშაობას შეუდგა. (კელი გალლაგერი ვაშინგტონში ,,უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის” პროგრამის უფროს ოფიცრად მუშაობდა. ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ამერკული ორგანიზაციებში იყო დასაქმებული და დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის).
ორი წლის განმავლობაში კელი გალლაგერი ახალციხეში იცხოვრებს და პროფესიულ გამოცდილებას ასოციაცია ,,ტოლერანტს’’ მოახმარს.
ინტერვიუს ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისესთან ასოციაცია ,,ტოლერანტი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკში მჩქეფარე დღეები დაიწყო. 27 ივლისს, დილით, საუზმის შემდეგ, 60 მოზარდს თეთრი მაისურები და კეპები დაურიგდათ, რომელიც სპეციალურად ბანაკისთვის დამზადდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ფარგლებში განხორციელდა.
15–17 ივლისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,, თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში“ პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა იყო - ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“.
14 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IჭPღ) მიერ განხორცილელებულჟურნალისტური მისიის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
მემატიანე მასზე წერდა; ,,არა ყოფილა კაცთა შორის მისებრ ჭაბუკი და მეომარი”.
შეხვედრა, რომელიც რეპატრირებულ მესხებსა და ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებს შორის 25 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში“ შედგა ინფორმაციული ხასიათის იყო.
ასოციაცია ,,ტოლერანტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანში, საათლის რაიონში მცხოვრები ფეხბურთელისა და შემდგომში მწვრთნელის ჰასან კოჩალიევის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ ჩააბარონ გამოცდა კომპიუტერულ უნარებსა და ინგლისურში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტთან“ არსებულ სასწავლო და პროფესიულ გადამზადების ცენტრ ,,პროფესონალში" იხსნება სპეციალური კურსები. დაწვრილებით ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე - ახალციხე, რუსთაველის # 47