ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 12:31
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2182

23 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს“ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისის ხელმძღვანელის მოდგილე ტანია ფან დეიკი და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო - ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში. რა პრობლემები აწუხებთ ეთნიკურ უმცირესობებს და არის თუ არა პროგრესი მათი ინტეგრაციის კუთხით.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისის ხელმძღვანელის მოდგილე ტანია ფან დეიკი და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები რეგიონში ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთვრობო სექტორსაც შეხვდა.

ასოციაცია ,,ტოლერანტმა რეპატრირებულ მესხ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო.
1944 წლის 14–15 ნოემბერს სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით 80 ათასამდე მუსლიმანი მოსახლეობა იქნა გასახლებული. მათგან დაახლოებით 17 ათასი გზაში დაიღუპა. 1956 წლის აპრილს გადასახლებულებს მოეხსნათ სპეცგადასახლებულის სტატუსი საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. ( MRA.GOV.GE) მუსლიმანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საბუთების მიღება აწარმოა. კანონით დადგენილი ნორმის მიხედვით, პირი რომელიც მიიჩნევს, რომ ექვემდებარება საქართველოში რეპატრიაციას, ვალდებული იყო შესაბამისი დოკუმენტები წარედგინა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში. 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -,,საქართველოში რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, "თვითრეპატრიაციის" პრევენცია", რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" ახორციელებს, 18-დან 20 თებერვლამდე ბაკურიანში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა.
3 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საინფორმაციო და სოციალური ინტეგრაციის ოფისში სამუშაო შეხვედრა შედგა.
30 აგვისტოს მთელი მუსლიმანური სამყარო რამაზანის დღესასწაულს აღნიშნავს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი’’ ახალი პროექტის, ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში მომუშავე ჯგუფს, 16 თებერვალს, გასვლითი შეხვედრა ჰქონდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში და ახალციხის საბარგო სადგურზე.
10 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი’’-ს წარმომადგენლებს, ,,საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხლშეწყობა”, ფარგლებში გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ აბასთუმანში შედგა.