,,მოკლე ცნობარი რეპატრიანტებისათვის“
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 11:45
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2276
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის’ პრევენცია“ ფარგლებში ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოამზადა და გამოსცა ლიფლეტი - ,,მოკლე ცნობარი რეპატრიანტებისათვის“.
,,ლიფლეტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოიცავს აუცილებელ ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ რომელ ქვეყანაშიც აპირებს დაბრუნებას რეპატრიანტი.
- კარგად განმარტავს, რომ მესხეთი საქართველოს განუყოფელი ძირძველი ნაწილია.
- მოკლედ გადმოგვცემს ხელისუფლების თანამედროვე სტრუქტურას და საქართველოს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში.
- მიმოიხილვას საქართველოს წარსულს, დღევანდელ წარმატებებს და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებსაც.
- მოკლე ინფორმაციას იძლევა რეპატრიაციის პროცესის შესახებ“, - განმარტა ასოიციაცია ,,ტოლერანტის „ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ.

ბავშვებისთვის ორმა კვირამ მათსავით მკვირცხლად ჩაირბინა. თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ბანაკის დახურვა საზეიმო და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ანუ როგორც თვითონვე ამბობდნენ - ,, გამორჩეული დღე“.
,,ბავშვებს ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა არც ბურთი აქვთ, არც სპორტული ფეხსაცმელები“, - ეს ფრაზა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მკვიდრმა ალიხან იბრაგიმოვმა სოფელში ჩასულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილსა და ასოციაციის მენეჯერს გოჩა ნათენაძეს უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენციას“ ფარგლებში არ იყო დაგეგმილი საფეხბურთო გუნდის შექმნა, გადაწყდა, რომ ასოციაცია ამ მხრივ ბავშვებს მაინც დახმარებოდა.
ივლისის თვეში ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” და აზერბაიჯანული ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევისსაზოგადოება” წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის “მიერგანხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში შედგა.
საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკს ,,კეჩხობი -2011“ ჟურნალისტები სტუმრობდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აქვს პრობლემები თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. ძირითადად ორგანიზაციები თავის საქმიანობას წარმართავენ დონორი ორანიზაციების დახმარებით, თუ, რა თქმა უნდა, მათი პროექტი გაიმარჯვებს და ორგანიზაცია გრანტს მიიღებს. მაგრამ არის პერიოდები, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად ან ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზე გადადის. ასე მოხდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია “ტოლერანტის” შემთხვევაშიც. “ტოლერანტში” აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში აპრობირებულ ერთ-ერთ საქმიანობაზე, სასწვალო კურსებზე და საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით გახსნა ქართულის, ინგლისურის, კომპიუტერის სასწავლო კურსები. ამ საქმიანობამ დროთა განმავლობაში მიიღო უფრო პროფესიული სახე და შეიქმნა “ტოლერანტთან” არსებული სასწავლო-პროფესიული გადამზადების ცენტრი “პროფესიონალი”, რომლის დირექტორიც არის გოჩა ნათენაძე.
2011 წლის იანვარში ახალციხის რეგიონალურმა ასოციაცია “ტოლერანტმა” პროექტის – “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, ფარგლებში განახორციელა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. პროექტის დაწყებიდან ხუთი თვის განმავლობაში ძირითადად ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი ეტაპებისთვის. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების რეკონსტრუქცია რეპატრიანტი მესხებით დასახლებულ სამიზნე რაიონებში. უკვე დაიწყო იანეთის, ნასაკირალის ჰუმანიტარული და თბილისის, აზერბაიჯანის საინფორმაციო ცენტრების განახლება-აღჭურვა.