ტოლერანტის" უცხოელი სტუმრები
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 10:22
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 1852
28 მაისს ასოციაცია „ტოლერანტში“ უცხოელ სტუმრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ასოციაციას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – პიტერ სემნების მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში - კამპო კანდი, ჯგუფის ხელმძღვანელი ვიცე–პოლკოვნიკი – ჰოკან რაპი, ამავე ოფისიდან ადგილობრივი ექსპერტი – გია აბაშიძე და ესტონელი ჟურნალისტი – ჯაანუს პირსალუ ეწვივნენ. სტუმრები დაინტერესდნენ „ტოლერანტის“ საქმიანობით. „ტოლერანტის“ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ, ასოციაციის თანამშრომელმა, გაზეთ „ფესვების“ რედაქტორმა უჩა ბლუაშვილმა სტუმრებს დაწვრილებით გააცვნეს ის საქმიანობები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს. უცხოელებმა ასოციაციისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს და შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვეს.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ტოლერანტმა“ რეპატრიანტ ბავშვებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. ორგანიზაციის ოფისში მოწვეულ პატარებს ასოციაციის თანამშრომლები საჩუქრებით დახვდნენ. სკოლამდელმა პატარებმა სათამაშოები და ტკბილეული მიიღეს. უფროსებს სასკოლო ნივთები ერგოთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სტუმრებს „ტოლერანტის“ დირექტორმა მიულოცა.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი, რეპატრიანტთა წარმომადგენლები მამუკა ხუციშვილი და ოლადდინ ხამდიევი შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თედორაძეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს ირაკლი კოკაიას. საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტების პრობლემებს, სირთულეებს, რომელთაც ისინი აწყდებიან საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში დოკუმენტების არქონა ან მოუწესრიგებლობა რეპატრიანტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის:
2009 წლის 10 აგვისტოს „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფი ეწვია აბასთუმანში მცხოვრები რეპატრიანტების ოჯახებს. ეს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისათვის“ ფარგლებში დაგეგმილი მორიგი ვიზიტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მაჰმადიანი მესხების პრობლემებისა და საჭიროებების კიდევ ერთხელ გაცნობა–აღწერას. „ტოლერანტის“ თხოვნით შემოვლაში მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი სერგო მიქუტიშვილი. რეპატრიანტებს ადგილზე გაეწიათ იურიდიული კონსულტაციები, უფასოდ გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.