ხუთშაბათი, 19 მარტი 2026

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა

 

✅2021 წლის 29 დეკემბერს, 13:00 საათზე ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" გახსნის პრეზენტაცია.
?პროექტის მიზანია:
?სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.
?პროექტის სამიზნე არეალი ? ?
?სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.
?პრეზენტაციის დროს დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. პრეზენტაცია საბოლოოდ დისკუსიითა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან საქმიანობების წარმატებით იმპლემენტაციისათვის რჩევების გაცემით დასრულდა.
პრეოქტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყოფილ მსჯავდებულებს სთავაზობს მათთვის სასარგებლო შემდეგ სოციალურ სერვისებს:
✅ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის ხელშემწყობი საკონსულტაციო სოციალური სერვისების გაწევა:
?იურიდიული მომსახურება;
?სამედიცინო მომსახურება;
?ფსიქოლოგიური მომსახურება;
✅ბიზნეს კონსულტაციები
?ბიზნეს გეგმის შემუშავება;
?დაფინანსების მოპოვების მიზნით დონორებთად დაკავშირება;
?ბიზნესის დაწყებისა და სწორად მართვისთვის კონსულტაციები;
✅ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა
?პროფესიული გადამზადების მსურველთა დახმარება;
?დასაქმების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა, დასაქმების საიტებზე დარეგისტრირებაში დახმარება;
?რეგიონში მოქმედ დამსაქმებლებთან სამიზნე ბენეფიციარების დაკავშირება/საინფორმაციო შეხვერების მოწყობა;
✅ტრენინგ-სემინარების ჩატარება.