ხუთშაბათი, 19 მარტი 2026

სემინარი-ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში

 

ასოციაცია ტოლერანტი აგრძელებს ტრენინგებისა და სემინარების ციკლს ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში.
? სემინარი ჩატარდა 2021 წლის 29 იანვარს თემაზე "ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში", რომელსაც უძღვებოდა ქალთა ფონდი "ტასოს" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი.
? ლექცია-სემინარი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით, კითხვა-პასუხის რეჟიმში და განიხილვა მოხდა ყველა ის სიტუაცია და კითხვა, რომელიც დამსწრე ახალგაზრდებს ჰქონდათ აღნიშნული თემის გარშემო.