ტრენინგი ,,ნარჩენების მართვა"

პროექტში მონაწილე მოხალისე ჯგუფი შედგება, როგორც ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისგან, ასევე სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან, რომლებიც გაწევრიანებულები არიან სკოლაში არსებულ ,,ეკო-კლუბებში". ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მათთვის და ბევრი საჭირო და ახალ ინფორმაციას გაეცნენ.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს რეგიონების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ზუბაშვილი.



