შეხვედრა სტუდენტებთან და ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან

 

? პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტში" მიმდინარეობს ეტაპობრივი შეხვედრები უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებსთან და სკოლაში არსებულ ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან ,,ეკო მოხალისეების" შერჩევის მიზნით?‍♀️?‍♂️
??პროექტის მიზნებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
✅მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.
??პროექტის სამიზნე არეალი:
?ახალციხის მუნიციპალიტეტი.