ფსიქოლოგიური კონსულტაციები ყოფილი პატიმრებისთვის
პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების პირველი ეტაპისთვის პატიმრების სიები უკვე დაზუსტებულია და მას ათი ბენეფიციარი გაივლის.
სიები ანკეტირების საფუძველზე დგება, რომელიც ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს.
კონსულტაციები 19-20 მარტიდან დაიწყება და თბილისიდან მოწვეული ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი წარმართავს..