ხუთშაბათი, 28 მარტი 2024

მესამე საჯარო საინფორმაციო ფორუმი

2019  წლის, 8 აპრილს, დემოკრატიისა და ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით ჩატარდა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში მესამე საჯარო საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი და ბიზნესმენები. 

 

შეხვედრის დასაწყისში, პროექტის კოორდინატორმა ქალბატონმა ცირა მესხიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია, შეახსენა ტოლერანტში არსებული რესურს-მაგიდების ფუნქციონირების შესახებ, თუ რა მომსახურებები და ინფორმაციები შეუძლიათ მიიღონ ადგილზე.  მოწვეულმა ექსპერტმა დავით ცომაიამ ისაუბრა შემდეგ თემებზე: ,,სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაცია" და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებზე, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად ამოქმედდება.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსი და კითხვა-პასუხის რეჟიმი.