სამშაბათი, 16 აპრილი 2024

მთავარი

შემაჯამებელი ფორუმი

 

uu  
 4 ივნისს, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,COVID 19 -სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში პროექტის შედეგების შემაჯამებელი ფორუმი და დასაქმების პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მიგრანტებისთვის და დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის პროექტის შედეგებისა და პორტალის ,,შესაძლებლობების ბანკის“ გაცნობა, სადაც ისინი შეძლებენ ერთოულად მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების, პროფესიული გადამზადების კურსებისა და გამოცხადებული გრანტების შესახებ.
შეხვედრა გახსნა პროექტის მენეჯერმა ცირა მესხიშვილმა,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტისა და შეხვედრის შესახებ. შედეგები და განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია კი წარმოადგინა მარიამ კაპანაძემ. ვრცლად: შემაჯამებელი ფორუმი

ქართული ენის სამოქალაქო განათლების კურსების შემაჯამებელი კონფერენცია

5 ივნისს ასოციაცია ტოლერანტის პლატფორმა ZOOM-ის სივრცეში ჩატარდა სამოქალაქო ენის შემსწავლელი კურსების შემაჯამებელი მეორე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტურცხის, გორელოვკასა და ალათუმანის ახალგაზრდა ლიდერებმა, რომლებმაც პროექტ “ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიარეს 3 თვიანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების კურსი და საბოლოოდ კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს მათთვის საინტერესო თემების შესახებ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციები.
🗣👩‍🏫 პირველ რიგში, კონფერენციის მსვლელობისას, კურსების პედაგოგებმა სალომე ლომიძემ, შორენა აკოფაშვილმა და დალი ბოლქვაძემ წარმოგვიდგინეს გაკვეთილების შემაჯამებელი პრეზენტაციები - თემები, რომლებიც გაიარეს კურსების დროს და შედეგები, რომლებზეც გავიდნენ მუშაობის პროცესში. ვრცლად: ქართული ენის სამოქალაქო განათლების კურსების შემაჯამებელი კონფერენცია

დასაქმების ფორუმი

 

4 ივნისს,, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ორგანიზაცია , რომლებსაც აქტიური ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები ექნებათ წარმოდგენილი.
👥👥📋📋15-ზე მეტი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ხელმძღვანელი პირები მიგრანტებსა და სამსახურის მაძიებლებს შეხვდებიან, გამართავენ პრეზენტაციებს და გააცნობენ მათ ორგანიზაციაში არსებულ დასაქმების პოლიტიკას, მოთხოვნებსა და სტანდარტებს; ამავე, პერიოდში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარებს მიგრანტებსა და სამსახურის მაძიებლებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს გასაუბრების ტექნიკაზე, ეფექტური CV-ის შედგენაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც მათ დასაქმებას გაუადვილებს; ვრცლად: დასაქმების ფორუმი

სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება

 

15-16 მაისს, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრა ,,სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება“ ჩატარდა, რომლის მიზანი იყო პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, შერჩეული და გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობით პროექტის მეორე ეტაპზე განსახორციელებელი ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და იდეებს ბანკის შექმნა.
🦠🦠პანდემიის მიზეზით, შემუშავებული რეკომენდაციების გამო, მოგვიწია სათემო სოფლების გაყოფა ორ ნაწილად. პირველი ჯგუფისთვის შეხვედრა ჩატარდა 20-21 მარტს, ხოლო მეორესთვის - 15-16 მაისს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი სათემო სოფლის (ტურცხი, ალათუმანი) ახალგაზრდა ლიდერებმა და მათმა პედაგოგებმა (11 მონაწილე). ვრცლად: სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება

ტრენინგი მეწარმეობა და საქმიანობის ფორმები

12 მაისს, პროექტის ,,covid19- სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები,დაბეგვრის სპეციალური რეჟიმები" .

ტრენინგი ჩატარდა პანდემიის პირობებში გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად და ესწრებოდა პროექტის ბენეფიციარები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ დასაქმების მიზნით სეზონურ სამუშაოებზე და საქართველში დაბრუნების შემდგომ პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგ/კურსებსა და პროფესიულ სწავლებას.
ტრენინგი ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ვრცლად: ტრენინგი მეწარმეობა და საქმიანობის ფორმები

სემინარების ციკლიდან ,,წარმატებული ადამიანების ისტორიები"

 

21 აპრილს, 19:00 სთ-ზე პროექტის ,,"ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში ჩატარდა ვერბინარი, სემინარების ციკლიდან ,,წარმატებული ადამიანების ისტორიები".
👥👉ვებინარის ფარგლებში მოწვეული გვყავდა საქართველოს დავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების წვრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის S-6 უფროსი მაიორი არმენ არაქელიანი. ვრცლად: სემინარების ციკლიდან ,,წარმატებული ადამიანების ისტორიები"

წარმატებული ადამიანების ისტორიები

 

8 აპრილს, 19:00 სთ-ზე პროექტის ,,"ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში ჩატარდა ვერბინარი, სემინარების ციკლიდან ,,წარმატებული ადამიანების ისტორიები".
👥👉ვებინარის ფარგლებში მოწვეული გვყავდა გიორგი თუმასიანი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი 2017–2018 წლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერი, "ახალგაზრდული მოძრაობა შერიგებისთვის" დამფუძნებელი, "ტიფლისის ჰამქრის" წევრი, სომხური სათემო პლატფორმა "არძაგანქის" ხელმძღვანელი და მშვიდობის ფონდის დამფუძნებელი. ვრცლად: წარმატებული ადამიანების ისტორიები

დღე მეორე...

 

📣📣სამუშაო შეხვედრა ,,სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება“ მეორე დღეს 21 მარტსაც აქტიურად გაგრძელდა. თავდაპირველად შეფასდა წინა დღის სამუშაო პროცესი. ვიმსჯელეთ ადვოკატირების პროცესის მიმდინარეობის რისკებსა და მოლოდინებზე. აღინიშნა გეგმაში არსებული შენიშვნები,ხარვეზები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება ადვოკატირების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.
🔴 იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ლიდერებმა გადამზადების შემდგომ უნდა ჩამოაყალიბონ სათემო ორგანიზაციები თავიანთ სოფლებში, იმუშაონ მომავალ პროექტებზე, თავიანთ თემებში უკვე არსებული და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით, დაჭირდებათ ფონდების მოძიების გზებსა და საპროექტო განაცხადების მომზადებაზე ინფორმაცია. შესაბამისად მეორე დღე ქ-მა ცირა მესხიშვილმა ახალგაზრდებს გააცნო ახალი თემა, ,, პროექტის წერის ტექნიკები და ფონდების მოძიება“. სწავლების შემდეგ შედგა ჯგუფური სამუშაოები და მონაწილეებს დაევალათ შერჩეული ადვოკატირების თემაზე საპროექტო განაცხადის მომზადება/პრეზენტაცია,რასაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. ვრცლად: დღე მეორე...

საუკეთესო საშუალება მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის‼‼

 🆘 🆘 იჩქარეთ ‼️❗️

🚀ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, კავშირ სამყაროსა და ასოციაცია ტოლერანტთან ერთად იწყებს პროექტს „მესხფესტი“.
📣📣პროექტის ფარგლებში ახალციხეში გაიმართება სტარტაპ კვირეული და იდეათონი, რომლის მიზანია ადგილობრივი სტარტაპერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა.
👥 იდეათონის მიზანია კვირეულის ფარგლებში მონაწილე ჯგუფებმა შექმნან იდეა/კონცეფცია/პლატფორმა, რაც დაეხმარებათ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის პოპულარიზებაში. ვრცლად: საუკეთესო საშუალება მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის‼‼

სამუშაო შეხვედრა -ბორჯომში

 

👉👉დღე პირველი...
20-21 მარტს, ბორჯომში სამუშაო შეხვედრა ,,სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება“ ჩატარდა, რომლის მიზანი იყო პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში შერჩეული და გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობით პროექტის მეორე ეტაპზე განსახორციელებელი ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და იდეებს ბანკის შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ 4 სათემო სოფლის (ზაკვი, ფოკა, გორელოვკა, განძანი) ახალგაზრდა ლიდერები და მათი პედაგოგები(სულ 20 მონაწილე)
სამუშაო შეხვედრამ აქტიურად და საინტერესოდ ჩაიარა. ვრცლად: სამუშაო შეხვედრა -ბორჯომში