ხუთშაბათი, 18 აპრილი 2024

მთავარი

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

 

29 ოქტომბერი - პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" შეჯამების ცერემონია 🔚
✅ პროექტი, რომლის საშუალებით ასოციაცია ტოლერანტის გუნდმა ექვს ცენტრს მოწყვეტილ სასოფლო თემში საოცრად აქტიური და ჭკვიანი ახალგაზრდები აღმოაჩინა‼
✅პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ექვსი ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცია‼
✅პროექტი, რომელიც გრძელვადიანი შედეგებით გამოვლინდება სამიზნე სოფლებში პოზიტიური ცვლილებებით‼‼ ვრცლად: პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

შეხვედრა მარნეიულში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

11 ოქტომბერს ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების ლიდერები გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეებისა და შესაძლო პარტნიორების გაცნობის მიზნით შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ გამოცდილ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
👤✅ორგანიზაცია "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ქამრან აფანდიევმა დეტალურად ისაუბრა თავისი ორგანიზაციის დაარსების საინტერესო ისტორიის შესახებ, მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და ამ აქტივობების განხორციელების გზების თაობაზე. შეხვედრაზე მარნეულში მოქმედმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, რომლებსაც ისინი ჩამოყალიბების პროცესში აწყდებოდნენ. ვრცლად: შეხვედრა მარნეიულში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის

 

1 ოქტომბერს, პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების" ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებისთვის ქ. ახალციხეში სასწავლო ტური მოეწყო. საქმიანობა განხორციელდა რეგულაციების სრული დაცვით❗️‼️
🏠პირველ რიგში ახალგაზრდებმა მოინახულეს ასოციაცია ტოლერანტის ოფისი, გაეცნენ პროექტში ჩართულ ყველა წევრს, მოისმინეს ორგანიზაციის საქმიანობების პრეზენტაცია და განხორციელებული პროექტების მოკლე მიმოხილვა. ვრცლად: სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის

შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან

 

28 სექტემბერს ასოციაცია ტოლერანტმა ,,ღია საზოგადოების ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, გამართა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან სამცხე-ჯავახეთში,ქალბატონ სალომე ყულჯანიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდული სათემო ცენტრის დამფუძნებელი ლიდერები. ვრცლად: შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან

ონლაინ სემინარი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

 

🗣📣📣25 სექტემბერს ასოციაცია ტოლერანტმა ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, გამართა შეხვედრა ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მოღვაწე ქართველ ექიმთან ქალბატონ ნანა გეგეჭკორთან👩‍🔬🩺, რომელსაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები, მასწავლებლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
🦠🦠ქალბატონმა ნანამ დამსწრე საზოგადოებასთან სამიზნე მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრა კოვიდ პანდემიის შესახებ და დეტალურად აღუწერა კოვიდის კლინიკური სურათი და მისი გამოწვევები და შედეგები, რომელთა წინაშეც ადამიანები დგანან. ვრცლად: ონლაინ სემინარი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

ტრენინგი ,,ნარჩენების მართვა"

 

17 სექტემბერს, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით, მოხალისე ჯგუფისთვის, პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ნარჩენების მართვა".
პროექტში მონაწილე მოხალისე ჯგუფი შედგება, როგორც ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისგან, ასევე სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან, რომლებიც გაწევრიანებულები არიან სკოლაში არსებულ ,,ეკო-კლუბებში". ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მათთვის და ბევრი საჭირო და ახალ ინფორმაციას გაეცნენ.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს რეგიონების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ზუბაშვილი. ვრცლად: ტრენინგი ,,ნარჩენების მართვა"

შეხვედრა სტუდენტებთან და ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან

 

📣 პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტში" მიმდინარეობს ეტაპობრივი შეხვედრები უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებსთან და სკოლაში არსებულ ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან ,,ეკო მოხალისეების" შერჩევის მიზნით🧍‍♀️🧍‍♂️
🖇📋პროექტის მიზნებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
✅მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.
🌍🛤პროექტის სამიზნე არეალი:
🟣ახალციხის მუნიციპალიტეტი.

 

საველე კვლევა

 

🚀✅ძალიან აქტიური და წარმატებული ახალგაზრდები ხომ გვყავს ჩვენ🙌🕺💃
👉👉ხოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კვლევასაც აქტიურად მოჰკიდეს ხელი (ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურცხისა და ალათუმანის ახალგაზრდებს) და სოფლის საჭროებებს ასე პოზიტიურად, ხალისით იკვლევენ 📋📝‼️‼️ ვრცლად: საველე კვლევა

პრეზენტაცია-ნარჩენების მართვის გეგმის მონიტორინგი

 2021 წლის 2 ივლისს, 14:00 საათზე ახალციხეში (შალვა ახალციხელის ქუჩა N3 - გუბერნიის შენობა) ჩატარდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ გახსნის პრეზენტაცია.

👉👉🚀პროექტის მიზნებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით; ვრცლად: პრეზენტაცია-ნარჩენების მართვის გეგმის მონიტორინგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა

 

16 ინვისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ტურცხის საჯარო სკოლაში, სამი სოფლის: ზაკვი, ტურცხისა და ალათუმნის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია ახალგაზრდებისთვის არსებულ პრიორიტეტულ პრობლემაზე, რომელიც სამივე სოფელში სხვადასხვაა.თუმცა მანამ, სანამ ადვოკატირების კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ჩატარდება კვლევა სამივე სოფელში, სურს თუ არა მოსახლეობას უკვე შერჩეული პრობლემის მოგვარება და პრიორიტეტულია თუ არა მათთვისაც აღნიშნული თემა. ვრცლად: შეხვედრა ახალგაზრდებთან და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა