სამშაბათი, 16 აპრილი 2024

მთავარი

ნარჩენებით შექმნილი სახალისო ურნები საბავშვო ბაღებს

 

პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსათვის" ფარგლებში გრძელდება დაგეგმილი ღონისძიებები.
🤝👏16 მარტს, კიდევ ორი საბავშვო ბაღი გავახარეთ და გადავეცით ჩვენი ,,ნარჩენებით" შექმნილი სახალისო ურნები- 📄📃 ქაღალდისა და 🥤 პლასტმასის ნარჩენებისთვის.
ურნებთან ერთად აღსაზრდელებს დაურიგდათ საბავშვო საინფორმაციო–სახალისო ბროშურები – "ზღაპარი ნაგავქექიაზე" და "რა არის ნარჩენი??".
მადლობას ვუხდით ახალციხის მერიასა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას წარმატებული თანამშრომლობისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით თემო თაბუნიძეს, რომელმაც პრაქტიკაში პირველად დანერგა ნარჩენების სეპარაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში.

 

შეხვედრები ბაღის აღსაზრდელებთან

 

25 ნარჩენების ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ხოლო ამ საკითხზე სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება ადამიანმა ბაღის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს❗️
👉👉👉სწორედ ამიტომ ასოციაცია "ტოლერანტის" გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი გარემოსთვის" საქმიანობების ფარგლებში არა ერთი საინტერესო აქტივობა განგვეხორციელებინა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და სკოლებისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებთან. ვრცლად: შეხვედრები ბაღის აღსაზრდელებთან

"ნარჩენების მართვა სუფთა გარემოსთვის" ♻♻

 

🚀🌳პროექტი რომელიც მიზად ისახავს ასპინძის მუნიციპალიტეტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმების მონიტორინგს, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებასა და ადვოკატირების კამპანიებს🗣
🧍‍♀️🧍🧍‍♂️ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შექიმნა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი "ეკო მოხალისეები", რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის სხვადასხვა მიმდინარე საქმიანობებსა და ადვოკატირების კამპანიებში.
🤔თუმცა დასაწყისისთვის აუცილებელია ჩვენი მოტივირებული ახალგაზრდების სათანადო მომზადება🤓🤜🤛 ვრცლად: "ნარჩენების მართვა სუფთა გარემოსთვის" ♻♻

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა

 

✅2021 წლის 29 დეკემბერს, 13:00 საათზე ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" გახსნის პრეზენტაცია.
📌პროექტის მიზანია:
📄სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.
🖇პროექტის სამიზნე არეალი 🌍 🛣

📢📢 📣📣ყურადღება! ყურადღება!

 🗣 სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია "ტოლერანტმა" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი პროექტი "ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში".

📌პროექტის მიზანია:
📄სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.
პრეოქტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყოფილ მსჯავდებულებს სთავაზობს მათთვის სასარგებლო შემდეგ სოციალურ სერვისებს: ვრცლად: 📢📢 📣📣ყურადღება! ყურადღება!

„ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის“-პრეზენტაცია

 

aspi📣2021 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დაბა ასპინძაში (რუსთაველის ქუჩა N6 - კულტურის სახლი) ჩატარდა პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის“ გახსნის პრეზენტაცია.
📌წარმოდგენილი პროექტის მიზანია:
♻ასპინძის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და ადვოკატირების კამპანიები. ვრცლად: „ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის“-პრეზენტაცია

ნარჩენების მართვა-ასპინძის მუიციპალიტეტში

 

✅♻️პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში, დღეს ასოციაცია ტოლერანტის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ მაგრაქველიძეს, მერის პირველ მოადგილეს დავით პაპაშვილსა და "ასპინძის კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსს ნოდარ გვარამაძე შეხვდნენ.
🗣შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებისა და ერთბლივი გეგმების განხილვა იყო. ვრცლად: ნარჩენების მართვა-ასპინძის მუიციპალიტეტში

📣📢ყურადღება, ყურადღება!!!

 

♻♻ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" პროექტის ,,ნარჩენების მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს - ,,ეფექტური სლოგანი" ნარჩენების მართვის თემაზე.
🥇🥈🥉 გამოვლინდება სამი გამარჯვებული სლოგანი, მომზადდება პოსტერები და განთავსდება ახალციხისა და მიმდებარე სოფლების საინფორმაციო დაფებზე.
✅📋შერჩევის კრიტერიუმები: თემატური,ლაკონური,ეფექტური,აღქმადი.
📆კონკურსის ვადები: 19 ნოემბრიდან -30 ნოემბრის ჩათვლით.
📩📫გთხოვთ, იდეები მოგვაწოდოთ ჩვენს მეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გამარჯვებული სამი სლოგანის ავტორი დასაჩუქრდება პრიზებით! 🎁🎀
💰პროექტი დაფინანსებულია ,,ღია საზოგადეობის ფონდის მიერ"

 

ტრენინგი-პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები

 

 7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები". ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუგზარ ბუაჩიძე. ვრცლად: ტრენინგი-პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები

ტრენინგი-ტრენინგის მართვა და მდგრადი განვითარების მიზნები

 

📣📣♻️7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ნარჩენების მართვა და მდგრადი განვითარების მიზნები". ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი" ქალბატონი ხათუნა ჩიკვილაძე.
♻️✅🚮👩‍💼🗣🗣ტრენინგზე ისაუბრეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებზე. ასოციარების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ აღებულ ვალდებულებებსა და რეგულაციებზე. ზოგადად რა არის ნარჩენი, რა ზიანის მოყენება შეუძლია, რა კავშირშია მსოფლიო დათბუნებასთან და რა მდგომარეობაა ამ კუთხით დღეს საქართველოში. ვრცლად: ტრენინგი-ტრენინგის მართვა და მდგრადი განვითარების მიზნები