ონლაინ კონფერენცია ,,გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ"

 287094206 1757581141245213 5734436502842684545 n16 ივნისს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ში პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე:

 "გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ".
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ახალციხისა და ასპინძის "ეკო მოხალისეთა" კლუბის აქტიურმა ახალგაზრდებმა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
🗣️ახალგაზრდებმა საკონფერენციოდ წარმოადგინეს შემდეგი თემები:
✅"წყალი და სანიტარია" (ანა ბერიძე, მარი კურტანიძე) - პრეზენტაციის მთავარი მოწოდება იყო: "იცხოვრე ჯანსაღად". მომხსენებლებმა ისაუბრეს მსოფლიოში წყლის დაბინძურების პრობლემაზე და მტკნარი წყლის დეფიციტზე. ასევე, წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელიც მათ ჩაატარეს ქ. ახალციხის I სკოლის მოსწავლეებში, რა მდგომარეობაა სკოლაში მოსწავლეებისთვის სუფთა წყლის მიწოდების კუთხით;
✅ოთო ტივაძე - კონფერენციის ყველაზე პატარა მონაწილემ, რომელიც ჯერ მხოლოდ მე-7 კლასშია, დეტალურად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე ნარჩენების მართვის კუთხით, საქართველოში პლასტიკის გამოყენების სიხშირესა და ნაგავსაყრელების უარყოფით გავლენაზე ეკოსისტემაზე;
✅"რესურსების დაზოგვა" (ნინი გიორგაძე) - პრეზენტაციაში საუბარი იყო სამი მნიშვნელოვანი რესურსის: ჰაერის, წყლისა და ელექტრო ენერგიის მართებულად გამოყენებაზე და უმიზნოდ გამოყენებისგან თავის არიდების პრევენციებზე;
✅"ნარჩენები და მისი მართვა" (ლიზა ჯვარიძე) - თემა ძირითადად, შეეხებოდა იმას თუ რა არის ნარჩენი, რა საფრთხეებს უქმნის კაცობრიობას მისი უმართაობა და როგორ შეიძლება მსოფლიომ აღმოფხვრას ნარჩენების უკონტროლო ზრდა;
✅ქ. ახალციხის III საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია ანანიკიანი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სკოლაში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, მისმა მოსწავლეებმა შეისწავლეს წყლის პრობლემა სკოლაში, ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოამზადეს ორ ენოვანი (სომხურ და ქართულ ენოვანი) ბუკლეტები;
✅"კომპოსტირება" (მარიამ სააკიან, ვარდუჰი მარკოსიან, რაზმიკ კერექციან, ჰაიკ კერეკციან) - ჯგუფმა პრეზენტაციაზე ისაუბრა იმაზე თუ რა არის კომპოსტი, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და როგორ უნდა მომზადდეს სახლის პირობებში;
✅"პლასტმასის ოკეანე" (ანანო ფაილოძე) - კონფერენციაზე პრეზენტატორმა ისაუბრა პლასტმასის გამოგონებისა და მისი დანიშნულების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი გადამუშავება მსოფლიოსთვის და როგორ ზიანდება ფლორა და ფაუნა პლასტმასის უკონტროლო გამოყენების გამო.
💰პროექტი "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" დაფინანსებულია  ღია საზოგადოების ფონდის -ის მიერ.