ტრენინგი: ,,კარიერული ზრდა და დასაქმება“

 

iudstt6 აპრილს ქალაქ ბორჯომში პროექტ „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „კარიერული ზრდა და დასაქმება“ და „როგორ უნდა შევადგინოთ ბიზნეს გეგმა და როგორ უნდა მართო მცირე ბიზნესი სწორად“. ტრენინგის თემები განისაზღვრა და შეირჩა ორი მთავარი მიზეზის გამო - სამიზნე ბენეფიციარებმა სტაბილურობისთვისა და საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის შეძლონ თვითგანვითარება და მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა.
🔴 ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში და მაქსიმალურად იყო ორიენტირებული ბენეფიციართა პიროვნულ შესაძლებლობებსა და შესაძლო მიღწევად შედეგებზე.
📌🖇ტრენინგის მსვლელობისას ბენეფიციარების ნაწილმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება მათთვის სასურველი პროფესიის ათვისების თაობაზე (რომელის შესწავლაც პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაუფინანსდებათ) და დაისახეს პროფესიული განვითარების შესაძლო გზები, ხოლო მეორე ნაწილმა - შეიმუშავა ბიზნეს იდეები, რომლის საფუძველზეც დაწერეს ბიზნეს გეგმები.
iustiustee